Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პერსონალურ მონაცემებთა დაცვის შესახებ





ძვირფასო სტუდენტებო,

ელექტრონული (ონლაინ) სწავლება დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და ამრიგად მნიშვნელოვანია ამ პროცესში როგორც თითოეული თქვენგანის, ასევე იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის წევრების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი. ლექციების აუდიო/ვიდეოჩანაწერები და ონლაინ სასწავლო შეხვედრების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტომასალა, მათ შორის, ე.წ. „სქრინშოთი", წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მიერ მათი მოსმენისას, შენახვისას და სხვა პირებისთვის გაზიარებისას.

სხვათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას იურისტები განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. ამიტომ გთხოვთ, გახსოვდეთ აღნიშნული აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების პერსონალური მონაცემების (ხმა, გამოსახულება და ა.შ.) გამოყენებისას.

გახსოვდეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის მიერ საგანგებო ვითარებაში საკუთარი სტუდენტებისათვის ელექტრონული ფორმატით მომზადებული სალექციო მასალები (პოდკასტები, ვიდეო/აუდიოლექციები) გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ და მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის - ისარგებლეთ ჩანაწერებით მხოლოდ დანიშნულებისამებრ და არ გაუზიაროთ ისინი არაუფლებამოსილ მესამე პირებს, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით სხვადასხვა ჯგუფების წევრებს და არ გახადოთ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, შეიქმნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის პრეცედენტი.

თუ თქვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნულთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების შესახებ, გთხოვთ, აცნობოთ ამის თაობაზე იურიდიულ ფაკულტეტს ელექტრონულ ფოსტაზე tsu.law@tsu.ge.

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!